ჯეფ ბეზოსმა 15 წუთში 13,2 მლრდ დოლარი გამოიმუშავა
- მსოფლიო
- 31.01.2020
- 12:02
Forbes-ის ვერსიით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 15 წუთში 13,2 მლრდ დოლარი გამოიმუშავა. იუწყება Bloomberg-ი.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Amazon-ის აქციები პოსტმარკეტზე ელვისებური სისწრაფით გაიზარდა. ერთი დღით ადრე აქციების ფასი 12 პროცენტით, 2 100 დოლარამდე გაიზარდა. ამგვარად, ბეზოსის ქონება 129,5 მლდრ დოლარად არის შეფასებული.
21 იანვარს ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა.