ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა
- სამართალი
- 31.01.2020
- 13:44
ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეუფარდა.
6 პირიდან 2-ს - ბიბილაურსა და ცინცაძეს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, ხოლო დანარჩენ 4 პირს ბეჟანიძეს, თადუმაძეს, ბერიძესა და მჟავანაძეს ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება.
ბრალდებულებიდან 3 პირი წარდგენილ ბრალს აღიარებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200