png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დედაქალაქის მასშტაბით სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა

  • საზოგადოება
  • 03.02.2020
  • 13:00
დედაქალაქის მასშტაბით სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა

თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა.

შშმ პირებისთვის განკუთვნილი 6 ლიფტი დედაქალაქის ცენტრში - ფილარმონიის, მეცნიერებათა აკადემიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა.

ახლადდამონტაჟებული ლიფტები დედაქალაქის მერმა საქართველოში თურქეთის სრულუფლებიან ელჩთან ფათმა ჯერენ იაზგანთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძემ მოუწოდა საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას.

"ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის დედაქალაქის ადაპტირება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რათა ასეთი პროექტები სხვა ადგილებზეც განხორციელდეს. მთავარია, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, არ იყოს არანაირი დაბრკოლება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ეს შესაძლებლობა დედაქალაქში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დავაზიანოთ ისინი და მოვუაროთ. ძალიან ბევრია ვანდალიზმის ფაქტი. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ვანდალიზმს, იმისათვის, რომ რაც კეთდება ქალაქში მაქსიმალურად მოვლილი და შენარჩუნებული იყოს", - განაცხადა კახა კალაძე.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღი, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე და სხვები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge