10 დღეში აშენებულმა უხანის კლინიკამ კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტები მიიღო
- მსოფლიო
- 03.02.2020
- 13:38
საავადმყოფომ, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში ათ დღეში ააშენეს, ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტები მიიღო. იუწყება Associated Press-ი.
გავრცელებული ცნობით, ახალი პალატები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით. ჰოსპიტალი ათას პაციენტზეა გათვლილი.
საავადმყოფოს მშენებლობა ქალაქის გარეუბანში 23 იანვარს დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 261-ს შეადგენს, დაავადებულთა რიცხვი კი 17 238-ს აღწევს. ჩინეთის საზღვრებს მიღმა, 20 ქვეყანაში დაავადებულია 100 ადამიანი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.