იტალიაში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
- მსოფლიო
- 06.02.2020
- 12:12
ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა იტალიაში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლის შედეგად. მატარებელი მილანიდან სალერნოში მიემართებოდა, თუმცა ერთ-ერთ მონაკვეთზე რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ორი ვაგონი ამობრუნდა.
დაიღუპა ორი ადამიანი - ორივე მათგანი მატარებლის მემანქანეა. დაშავდა 28 მგზავრი, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს.
ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.