ჩინეთში კორონავირუსისგან 3 281 ადამიანი განიკურნა
- მსოფლიო
- 10.02.2020
- 15:10
ჩინეთში, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობამ 8,2 პროცენტს მიაღწია, რაც იმას მოწმობს, რომ მკურანლობა შედეგებს იძლევა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა მი ფენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ დღევანდელი მონაცემებით, ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანსა და მთელ ქვეყნაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8,2 პროცენტს შეადგენს, შედარებისთვის 27 იანვარს ეს მაჩვენებლი 1,3 პროცენტს შეადგენდა“, - განაცხადა მი ფენმა.
მისი თქმით, „ეს ყოველივე მოწმობას იმას, რომ მკურნალობასა და დაავადებულთათვის სამედიცინო დახმარებას ნელ-ნელა შედეგები მოაქვს“.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საავადმყოფოებიდან 3 281 ადამიანი გაეწერა.