primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ქართულმა მხარემ იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წარდგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს - ომბუდსმენი

  • სამართალი
  • 12.02.2020
  • 11:48
ქართულმა მხარემ იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წარდგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობაზე იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წარდგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2019 წლის ოქტომბერში ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობა იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის თაობაზე.

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად აკვირდებოდა მოცემულ საქმეს და მრავალჯერადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციამდე.

საქართველოს პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, იაროსლავ სუმბაევს ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯაა დადგენილი. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, იგი ვერ გასამართლდებოდა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ექსტრადირება არ მოთხოვნილა.

კონვენციის მიხედვით, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც გადამცემი მხარე (ამ შემთხვევაში - საქართველო) გასცემს თანხმობას. ამასთან, იმ დანაშაულისთვის, რომელზეც თანხმობა გაიცემა, ექსტრადიციის შესახებ კონვენციის შესაბამისად, შესაძლებელი უნდა იყოს ექსტრადიციის განხორციელება.

კონვენცია მიუთითებს, რომ ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონკრეტული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული და ეს სახელმწიფო ვერ წარმოადგენს საკმარის გარანტიებს, რომ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ იქნება მოყვანილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით, რუსეთის ფედერაციას სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.

ექსტრადიციის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატს არ შეუწყვეტია იაროსლავ სუმბაევის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა და პროკურატურას სთხოვა გაერკვია ხომ არ იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციაში იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენება.

გენერალური პროკურატურის 2020 წლის 7 თებერვლის წერილით დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციამ დამატებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და იაროსლავ სუმბაევისთვის ე.შ.-ს მკვლელობის ფაქტზე დამატებითი ბრალდების წარდგენის შუამდგომლობით.

ამ დროისთვის ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

კანონმდებლობის თანახმად, იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის (მის მიერ წარსულში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით) წარდგენაზე თანხმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.

როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევის სიხშირით რუსეთს 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებული საქმეების რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა. მხოლოდ 2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ ამ ორი უფლების დარღვევისა და მისი არაეფექტიანი გამოძიების 130 შემთხვევა გამოავლინა.

შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია სისტემატიურად არღვევს კონვენციურ ვალდებულებებს, სრულად ვერ გამოირიცხება სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის უგულვებელყოფის საფრთხე", - ნათქცვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობაზე და არ გასცენ თანხმობა იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენებაზე ე.შ.-ს მკვლელობის ფაქტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არსებითად დაირღვეს იაროსლავ სუმბაევის უფლებები ქართული მხარის ხელშეწყობითა და მონაწილეობით“, აცხადებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge