png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„თბილისი ენერჯის" სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ

  • საზოგადოება
  • 12.02.2020
  • 15:36
„თბილისი ენერჯის" სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ

თბილისი ენერჯის ხელმძღვანელებმა ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე მოსახლეობასთან უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობა "თბილისი ენერჯის" ხელმძღვანელებთან ერთად სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. შეხვედრაზე მოსახლეობას დაურიგდა სპეციალური საინფორმაციო სარეკომენდაციო ფლაერები.

"თბილისი ენერჯიმ" უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქარის სეზონია. სიცოცხლისთვის საშიში ღია კამერიანი, აკრძალული დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე „თბილისი ენერჯის" ხელმძღვანელობა, კომპანიის გაზის სპეციალისტებთან ერთად უშუალოდ ხვდება სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და პირადად ესაუბრებიან აბონენტებს გაზის უსაფრთხო მოხმარების საკითხებზე. პარალელურად პირველად „თბილისი ენერჯის" სპეციალისტები უსაფრთხოების თემაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ საჯარო სკოლებში უფროსკლასელებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge