კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში
- მსოფლიო
- 13.02.2020
- 16:29
იაპონიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრ კაცონობუ კატოს თქმით, კანაგავას პრეფექტურაში 80 წლის ქალი გარდაიცვალა.
იაპონიაში კორონავირუსით სულ 200-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულები ძირითადად იაპონიაში მყოფი საკრუიზო გემის - Diamond Princess-ის მგზავრები არიან. ლაინერის ბორტზე 3500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.