კორონავირუსით, ჩინეთში, სამედიცინო სფეროს 1700-ზე მეტი წარმომადგენელი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 6 ექიმი
- მსოფლიო
- 14.02.2020
- 11:37
ახალი კორონავირუსით, ჩინეთში, სამედიცინო სფეროს 1700-ზე მეტი წარმომადგენელი დაინფიცირდა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცზენ ისინი ავრცელებს.
მისი თქმით, დაავადებულთაგან გარდაიცვალა 6 ექიმი.
ისინმა აღნიშნა, რომ მედპორსონალთა შორის დაავდებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
14 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 63 800-ს გადააჭარბა. გარდაიცვალა 1380 ადამიანი.