primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საკრებულოში სტიქიით განადგურებული და დაზიანებული ავტომობილების მფლობელთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი დაამტკიცეს

  • პოლიტიკა
  • 30.12.2015
  • 13:13
საკრებულოში სტიქიით განადგურებული და დაზიანებული ავტომობილების მფლობელთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი დაამტკიცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე, პირველ საკითხად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 13-14 ივნისსმომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული  სატრანსპორტოსაშუალებებისათვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცეს, რომელიც დეპუტატებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარუდგინა.

წესის მიხედვით, ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული, სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები, რომლებზეც კომპენსაცია გავრცელდება ორ კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიაში შედის დაზიანებული ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათასი აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) და მეტია. ამ ავტომობილების მფლობელები ავტომობილების საბაზრო ღირებულების 70 %, ხოლო ავტომობილების, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათას აშშ დოლარზე (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) ნაკლებია 100 % ანაზღაურებას მიიღებენ. მეორე კატეგორიაში, არასრულად განადგურებული ავტომობილები შედის, რომელთა მფლობელები, წესის მიხედვით, ავტომობილის საბაზრო ღირებულების 25 % მიიღებენ. აღნიშნული წესის გარდა, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დასამტკიცებლად, დეპუტატებს კიდევ სამი საკითხი წარუდგინა.

ამის შემდეგ, სხდომაზე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომლებიც ჯანმრთელობის და  სოციალური დაცვის ქვეპროგრამების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესების დამტკიცებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელებას ეხებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ასევე წარმოადგინეს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ, “თბილსერვის ჯგუფი”-ს წარმომადგენელმა დავით ჩანქსელიანმა, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა შოთა საღრიშვილმა, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილემ ელგუჯა მაკალათიამ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ლერი ქვარაიამ, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge