png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"თეგეტა მოტორსი" გთავაზობთ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებს

  • ეკონომიკა
  • 17.02.2020
  • 15:19
"თეგეტა მოტორსი" გთავაზობთ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებს

სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილია, რომლის შემადგენელი დეტალები რეგულარულად, დროის გარკვეულ ინტერვალში უნდა შეიცვალოს.

ყველაზე ხშირ ყურადღებას სამუხრუჭე ხუნდები საჭიროებს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე ცვეთად დეტალებს.

სამუხრუჭე ხუნდის ზემოქმედებით ხდება ავტომობილის შენელება და მისი გაჩერება. ის ცვეთადი დეტალია, რომელსაც აქვს ექსპლუატაციის შეზღუდული რესურსი. ხუნდების შეცვლის საჭიროების პირველი ნიშნებია: სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, ვიბრაცია და ხმაური.

შეცვლის საჭიროების ერთ-ერთ მკაფიო მანიშნებელს წარმოადგენს ხმა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სერვისს. თუმცა, თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ჭკვიანი მოწყობილობებით, რომლებიც შეცვლის საჭიროების დადგომისას, პანელების დაფაზე შესაბამისი ინდიკატორის ანთებით გვაძლევენ სიგნალს.

ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს სთავაზობს გერმანული პრემიუმ ბრენდის ATE-ს სამუხრუჭე ხუნდებს, რომლის სრულყოფილება ამართლებს მომხმარებლის ნდობას. ასევე საყურადღებოა, რომ ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება აზბესტს.

ATE-ს პროდუქცია არის ორიგინალი კომპლექტაციის შესაბამისი ხარისხის არჩევანი, საუკეთესო ინვესტიცია უსაფრთხოებასა და კომფორტში. ATE შედის გერმანული უმსხვილესი კონცერნის „Continental AG“-ს ჯგუფში, რომლის ინჟინრებს სამუხრუჭე კომპონენტების წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ.

ATE შეიქმნა 1906 წელს, მას შემდეგ ის გვევლინება ლიდერად, რაზეც მეტყველებს ის, რომ გერმანიაში N1 გაყიდვადი ბრენდია. საინტერესო ფაქტია, რომ გერმანიაში ყოველი მე-2, ხოლო მსოფლიოში ყოველი მე-4 ავტომობილი ATE-ს სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი.

მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ხუნდების შეცვლისას საქმე მიანდოთ პროფესიონალებს, რადგან არასწორად შესრულებულმა სამუშაომ შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს მთლიანად სამუხრუჭე სისტემა, საფრთხეში ჩაგაგდოთ თქვენც და თქვენი გარშემო მყოფებიც.

ATE -ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები გამოირჩევა საუკეთესო მახასიათებლებით, როგორებიცაა: მცირე სამუხრუჭე მანძილი, გადახურებისადმი მდგრადობა, ეკოლოგიურობა და ოპტიმალური საექსპლუატაციო ვადა, რაც საუკეთესო გამოსავალია თქვენი ავტომობილისთვის.

თეგეტა მოტორსი ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ დაზიანების და უსიამოვნო ხმის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანია აგინაზღაურებთ 100%-მდე თანხას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge