png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ფოსტამ ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მარკა გამოსცა

  • პოლიტიკა
  • 17.02.2020
  • 20:45
 საქართველოს ფოსტამ ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მარკა გამოსცა

საქართველოს ფოსტამ 2019 - 2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში "ეროვნული გმირი" - ჟიული შარტავას მარკა გამოსცა.

მარკის ვიზუალში წარმოდგენილია ჟიული შარტავას პორტრეტი, რომლის ავტორიც გახლავთ მხატვარი თამაზ ხუციშვილი, ხოლო ფონზე გამოსახულია ეროვნული გმირის ორდენი და ჟიული შარტავას სახელობის მთა.

"ჩვენთვის მეტად საპასუხისმგებლო და საამაყოა საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ჟიული შარტავას მარკის გამოცემა, ამგვარად ჩვენ შევძლებთ მისი ღვაწლი და დამსახურება გავაცნოთ მთელ მსოფლიოს", - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მარკა დაიბეჭდა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბაში "Cartor Security Printing". მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა, მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს 2,40 ლარს, წარმოდგენილია ერთმარკიანი მცირე ფურცლით და გამოიცა 25 000-იანი ტირაჟით.

საფოსტო მარკა მიმოქცევაშია და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

საფოსტო მარკა, ისევე როგორც დროშა და გერბი აღიარებულია ქვეყნის სიმბოლოდ. მარკის მეშვეობით ხდება ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, რადგან ამ პატარა ზომის ფურცელზე ასახულია ქვეყნის ღირშესანიშნაობები, გამოჩენილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ფაქტები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge