png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი შოთაძის გულწრფელობა სპეკულაციებით დაისაჯა - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 18.02.2020
  • 13:42
ირაკლი შოთაძის გულწრფელობა სპეკულაციებით დაისაჯა - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა წარმატებული კომპანია დაინტერესებულია ყოფილი მთავარი პროკურორი ჰყავდეს თავის კომპანიაში იურისტად. ასე ხდება ყველა ქვეყანაში, შტატებში, დასავლეთში და ნებისმიერ პირობას თანხმდებიან ხოლმე. საქართველოში კი "ოპოზიციამ ამით შექმნა აპოკალიფსი ორი დღის განმავლობაში".

მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი შოთაძის გულწრფელობა სპეკულაციებით დაისაჯა.

"ირაკლი შოთაძეს შეეძლო სხვა რამ ეთქვა იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, და ერთადერთი მამუკა ხაზარაძე იქნებოდა სხვა ვერსიის ავტორი. არავინ არ შეეწინააღმდეგებოდა, იმ კაცის გარდა, რომელმაც თქვა, რომ 17 მლნ. გამოვართვი მეგობარს და არ ვიცოდი რომ თურმე იმ დღეს ეს ფული ჩემი ბანკიდან ჰქონია გატანილიო.

გულწრფელად თქვა იმ ადამიანმა, რომ ვიყავი პირად საქმეზე მისული და შევესწარი ამ საუბარსო და ეს გულწრფელობა დაისაჯა ახალი სპეკულაციებით. თურმე გულწრფელობა ისჯება სპეკულაციებით", - თქვა მამუკა მდინარაძემ და იქვე სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ დღეს პარლამენტი ისმენს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის მუშაობის ანგარიშს.

"ყველაზე ცუდი რა არის, როცა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშია, სადაც ქართველმა საზოგადოებამ უნდა მოისმინოს 400-ზე მეტი კანონი და 1000-ზე მეტი დადგენილება და ასე შემდეგ რომ მივიღეთ, ამაზე რომ ვიმუშავეთ, კომიტეტებმა იმუშავეს, დეპუტატებმა, აპარატებმა უამრავი ენერგია ჩადეს ამ ყველაფერში. ეს რას შეეხება, რასთან დაკავშირებით არის", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge