primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ მაღალი რანგის ფორუმი გამართა

  • ეკონომიკა
  • 19.02.2020
  • 11:04
 მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ მაღალი რანგის ფორუმი გამართა

მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ, შვეიცარიის ქალაქ ბერნში, მაღალი რანგის ფორუმი გამართა, რომლის დროსაც ჩატარდა პანელური დისკუსიები UPU-ს გაფართოების მიზნით, რაც გულისხმობს საფოსტო დარგის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.

რიგ ქვეყნებში საფოსტო დარგის ლიბერალიზაციამ, პრივატიზაციის მაკრო ტენდენციებმა და ელექტრონული კომერციის თანმდევმა ზრდამ ტრადიციული საფოსტო სექტორის საზღვრები მთლიანად გარდაქმნა, ამასთანავე კერძო მოთამაშეების მონაწილეობამ გაზარდა კონკურენცია, ხოლო დიგიტალიზაციამ განსაზღვრა ფუნდამენტური ძვრები საფოსტო ბაზრის ყველა სეგმენტში.

მიუხედავად ამ სტრუქტურული ცვლილებებისა, დაინტერესებული მხარეები საფოსტო სექტორიდან სრულად არ არიან წარმოდგენილნი UPU-ში, ამით ორგანიზაცია პოტენციურად ზღუდავს მისი უნივერსალური ხასიათის შენარჩუნებას. ეს კი ეწინააღმდეგება გაეროს სისტემაში სხვა დარგობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ტრანსფორმაციებს, რომლებმაც მოახდინეს გაფართოება მათ დარგობრივ წარმომადგენლობებში კერძო მხარეების დაშვებით.

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან, ასევე სამოქალაქო გაერთიანებების წარმომადგენლები, დასკვნით პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა გახლდათ ერთადერთი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, რომელიც მონაწილეობას იღებდა პანელურ დისკუსიაში და წარმოადგენდა ეროვნული ოპერატორების ინტერესებს.

"ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საფოსტო დარგის კერძო წარმომადგენლებთან და თუ მსგავსი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება გლობალური მასშტაბით, ეს ხელსაყრელი იქნება როგორც ეროვნული ოპერატორებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.

მსგავსი თანამშრომლობით შესაძლოა შეიქმნას ახალი სერვისები, დაიხვეწოს და განვითარდეს საფოსტო პროდუქტები, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე.

ამასთან რეფორმის განხორციელებისას, UPU-მ უნდა იხელმძღვანელოს წარსული გამოცდილებით და არ დაუშვას საფოსტო დარგის ლიბერალიზაციის დროს დაშვებული შეცდომების განმეორება, კერძოდ ცნობილი პროცესი "Cherry Picking"“, კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან", - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

ფორუმის ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის პანელის ფარგლებში განხილულ საკითხებს და UPU-ს 27-ე კონგრესზე წარადგენს სამუშაო გეგმის სახით.

მსოფლიო საფოსტო კავშირი UPU გახლავთ, უნივერსალური საფოსტო კავშირი, რომელიც 1874 წელს დაფუძნდა და აერთიანებს 192 ქვეყნის ეროვნულ საფოსტო ოპერატორს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა და დაარსების დღიდან ემსახურება უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპების დაცვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეული მოქალაქის უფლება შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge