ჩინეთში, კორონავირუსისგან 29 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა
- მსოფლიო
- 26.02.2020
- 10:41
ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 78 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 29 ათასზე მეტი განიკურნა და კლინიკებიდან გაეწერა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთის 31 პროვინციიდან დაფიქსირებულია დაინფიცირების 78 064 შემთხვევა, კლინიკებიდან გაეწერა 29 745 ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 2715-ს მიაღწია.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში ხუბეის პროვინციაში გამოვლენილია 401 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილია 52 ადამიანი.