png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე აცხადებს

  • ეკონომიკა
  • 26.02.2020
  • 14:14
საქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს კიდევ ერთი პროდუქტი- „სამადლობელი“ წარუდგინა. ახალი პროდუქტი მომხმარებელს კვების ობიექტებში უნაღდო ანგარიშსწორებით ე.წ. „თიფის“, დატოვების შესაძლებლობას აძლევს. დღეიდან, თუ მომსახურების ობიექტებში- კაფეში, ბარში, რესტორანში სერვისის სათანადოდ გაწევის შემდეგ, მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ ნაღდი ფულის სახით საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ, ამ პრობლემას „სამადლობელი“-ის ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. ამისათვის კი საჭიროა, მოითხოვოთ საქართველოს ბანკის ტერმინალი და მასზე ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადოთ მომსახურების საფასური და დატოვოთ „სამადლობელი“. ე.წ. „თიფის“ გადახდა ნებისმიერი ბანკის (Visa და MasterCard) ბარათით არის შესაძლებელი. ასევე, Apple Pay-თ და Tskapp აპლიკაციის მეშვეობით თუმცა, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით.

გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც ქვეყნის მასშტაბით არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, რომელმაც მომხმარებელს ეს სიახლე შესთავაზა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა და მთელს რეგიონში პირველად გახადა შესაძლებელი მეტროში ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდა“. მეორე ინოვაცია, რომელიც ბანკმა სულ ცოტა ხნის წინ დანერგა, ეს სრულიად ახალი პროდუქტი- სმარტფონის გატერმინალებაა. „გატერმინალება“ ნიშნავს, რომ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. ახალი პროდუქტის მეშვეობით მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. გადახდის ახალი სისტემის საშუალებით მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ხურდის მოძიებაზე. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, მეწარმეს, რომელიც გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. რაც კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge