კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ირანში, 22-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 27.02.2020
- 16:23
ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში დაავადების 141 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია ირანის 31-დან 20 პროვინციაში.
ამასთან, დაავადებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა ქუვეითშიც. ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა დაინფიცირებული მანამდე ირანში იმყოფებოდა.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, კარანტინის ნაცვლად, ქალაქებში აიკრძალება იმ ადამიანების გადაადგილება, რომლებასც ახალი ვირუსის საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.
როგორც ცნობილია, საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით, სწორედ, ირანიდან შემოვიდა.