ზვავსაშიშროების გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 19:00 საათამდე აიკრძალა
- საზოგადოება
- 28.02.2020
- 14:09
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია.