გარდაბანში, მამაკაცი თბომავლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 28.02.2020
- 16:38
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურ „ველის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 41 წლამდე კაცი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მას ლიანდაგებზე გადასვლისას თბომავალი დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.