png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სერგეენკო ადამიანურად წუხს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოახერხა

  • პოლიტიკა
  • 02.03.2020
  • 15:00
 სერგეენკო ადამიანურად წუხს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოახერხა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დავით სერგეენკო წუხს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოახერხა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მე მართლაც, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ ამ დროის განმავლობაში, ვიდრე მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე მძიმე ტვირთი განვლილი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს.

ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება.

2013-14 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, მოვლაპარაკებოდით იურიდიულ დონეზე მეპატრონეს იმ კონტრაქტით, რაც არის გაფორმებული. ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე.

ამის შემდეგ გვქონდა მცდელობა, იგივე ფართი მოგვეძებნა, რომელსაც სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას.

სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა, სპეციფიკურია მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო მოთხოვნა, გამოეყო ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე. დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანე, სამწუხაროდ, ბოლომდე", - განაცხადა დავით სერგეენკომ "პირველი არხის" ცნობით.

მისივე თქმით, იგეგმება ინფექციური საავადმყოფოს დიღომში გადატანა.

"ახლა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამზადებულია ინფრასტრუქტურა დიღმის კლასტერში, სადაც საჭიროებს რამდენიმეთვიან გარკვეულ გადაკეთებას, სპეციფიკის გათვალისწინებით.

ახალი აშენებული შენობაა, სადაც კლინიკა თავის პაციენტებით გადავა გადაკეთების შემდეგ. ამის შესახებ მე გავიგე ორი თვის წინ და ერთი წელი სჭირდება ამის მოგვარებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge