გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული მოქალაქეები 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლიან
- პოლიტიკა
- 12.03.2020
- 10:26
საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯანმრთელობის ცნობას წარმოადგენენ კორონავირუსზე (COVID-19) ტესტირებასთან დაკავშირებით ან გაივლიან 14-დღიან კარანტინს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის შეზღუდვები უკვე ვრცელდება ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200