png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასურსათო პროდუქციის მომარაგების კუთხით საქართველოს პრობლემა არ აქვს

  • ეკონომიკა
  • 14.03.2020
  • 11:43
სასურსათო პროდუქციის მომარაგების კუთხით საქართველოს პრობლემა არ აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად მათ წინაშე არსებული გამოწვევები, პრევენციული ზომები და სავაჭრო ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხარძიანი და ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხი ობიექტებში არსებული პროდუქციის მარაგი იყო, რასთან მიმართებითაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა თქმით, პრობლემა არ არსებობს.

„პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ მარაგებთან დაკავშირებით და დავრწმუნდი, რომ ამ კუთხით, პრობლემა პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არ არსებობს და მომარაგება ხდება შეუფერხებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე მსჯელობა შედგა სავაჭო ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის ზომებზე და ამ მხრივ მათ კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაციების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან.

„სავაჭრო ცენტრები მზად არიან ვირუსის გავრცელების პრევენცია კიდევ უფრო მეტად მოახდინონ თავიანთ ქსელებში. ის ობიექტები, ვინც ვაჭრობს დისტანციურად, ფიქრობენ, როგორ გააძლიერონ ამ კუთხით ინფრასტრუქტურა და ნაკლები კონტაქტის მეშვეობით მოხდეს ვაჭრობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ზოგადად სხვა გამოწვევებზე, რაც მთლიანად ეკონომიკას და დარგს უდგას. რაც მთავარია ვხედავთ, რომ მარაგების მომარაგების თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, ობიქტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში და წუხილის საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრევენციის ზომებზე, რომლებიც მათ უკვე მიიღეს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ისინი სამომავლოდ მიიღებენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ პრევენციულ ზომებზე, როგორიცაა სავაჭრო ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების დანერგვა, უკონტაქტო ვაჭრობის სერვისების განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. გადაწყდა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge