png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს

  • საზოგადოება
  • 14.03.2020
  • 16:21
ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება - აქამდე თუ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს, გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა - ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი 8-ე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება.

დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაციენტები, ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ავადმყოფების მიმღები, ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც 140 საწოლია და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ყველა ამ კლინიკის რესურსი, 420 საწოლით უკვე მობილიზებულია და ხვალისთვის ეს კლინიკები იქნება დაცლილი.
"ეს პასუხი იმ ეჭვიან ხალხს, ვინც ამბობს, რომ გამოყოფილი რესურსი საკმარისი არ არის. დღეს არის 30 ავადმყოფი. თვენახევარია, რაც საქართველომ დაიწყო პაციენტების მიღება. ეჭვი მეპარება, რომ ორ დღეში ეს 420 საწოლი გაივსოს. ეს დაუჯერებელია ყველაზე ცუდი სცენარითაც კი. სულ ცოტა, სამი კვირა ეს 420 საწოლი იქნება საკმარისი.

შესაძლოა, ისე დასრულდეს ეპიდემია, რომ ეს რაოდენობა საჭირო არ გახდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, არსებობს ასევე დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით 4 კლინიკა, ჯამში 3600 საწოლით გამოთავისუფლდება.

"ამის შემდეგ არის გეგმა B - პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელში, როგორებიც არის - "ევექსი", "ავერსი", "პსპ-ს" ქსელი, "ნიუ ჰოსპიტალი" და სხვები, ღუდუშაურის საავადმყოფო, მათთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება, რომ ისინი გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3600 ადგილს და მოთხოვნიდან ორ დღეში ეს 3600 ადგილი იქნება დაცლილი.

სულ საქართველოს ექნება 3600 და დღეს მოქმედი 420 საწოლი. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ჩავთვალოთ გადაწყვეტილად.

თავისუფლდება საუკეთესო კლინიკები, საუკეთესო აღჭურვილობით. არსებობს ასევე გეგმა C, როდესაც უკვე ის კერძო სექტორი, კიდევ დამატებით 3600 საწოლს გამოათავისუფლებს. ეს წინასწარი შეთანხმება არსებობს და ყველა გაგებით მოეკიდა ამას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge