კორონავირუსით დაავადდა ესპანეთის პრემიერის მეუღლე
- მსოფლიო
- 15.03.2020
- 10:49
ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესის მეუღლეს ბეგონია გომესს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ესპანეთის მთავრობის პრეს-სამსახური.
პრემიერისა და მისი ცოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე პრემიერის რეზიდენციაში იმყოფება.
მანამდე კორონავირუსი დაუდასტურდა ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის ორიწევრს - ტერიტორიული პოლიტიკის საკითხების მინისტრს კაროლინა დარიასსა და თანასწორობის საქმეთა მინისტრს ირენე მონტეროს, ასევე ვიცე-პრემიერის პაბლო იგლესიასის ცოლს.
კარანტინში იმყოფება დედოფალი ლეტისია, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებას მონტეროს მონაწილეობით.
ესპანეთში კორონავირუსი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 700-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ათასამდე დაავადებული მადრიდშია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 180-ს გადაჭაარბა. ესპანეთი ევროპაში იტალიის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.