საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
- საზოგადოება
- 15.03.2020
- 21:49
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში - 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 73.