საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
- საზოგადოება
- 16.03.2020
- 13:39
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ხვალიდან საზღვრები დაიკეტება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები" - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.