png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა - ეკატერინე ტიკარაძე

  • საზოგადოება
  • 16.03.2020
  • 14:11
ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა - ეკატერინე ტიკარაძე

ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, სამთო კურორტების დაკეტვა ჩეხ მოქალაქეს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი საკუთარ ქვეყანაში დაუდგინდა.

„თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი უკვე კარგად ცნობილია, ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში და 8 მარტს გამოუვლინდა, როგორც სატელეფონო საუბრისას თვითონ ყვება, გამოუვლინდა სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა გარკვეულწილად იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე, ისევე როგორც ყველა დახურულ სივრცეზე ვაწესებთ შეზღუდვებს.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, ღიად დარეკა და ასევე ფოტო მასალით სრულიად აღწერა ის მარშუტი, რომელზეც ის იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენ ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც ამ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტზე. ამ ეტაპისთვის 30 პიროვნებაა იზოლირებული და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge