png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის ახალ მოდელზე გადადის

  • საზოგადოება
  • 16.03.2020
  • 15:44
საქართველოს ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის ახალ მოდელზე გადადის

საქართველოს ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, იმისათვის რომ თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირებას შევუწყოთ ხელი, ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადადის.

საქართველოს ბანკი ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციებს. პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ფარგლებში ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადავა საქართველოს ბანკის სათავო ოფისიც.

"როგორც ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს და დასაქმებული ყავს 8000 მდე ადამიანი, ვითვალისწინებთ ჩვენს პასუხისმგებლობას როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის წინაშე.

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად შევამციროთ პირისპირი და არააუცილებელი ინტერაქციები. ამ მიზნით საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, ორი თვის განმავლობაში, დისტანციური არხებით - მობილბანკით და ინტერნეტბანკით ტრანზაქციები საკომისიოს გარეშე განახორციელონ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ბანკის ყველა ექსპრეს სერვისცენტრი (მეტროში განთავსებული და 24-საათიანი ფილიალების გარდა) გადავა თვითმომსახურების მოდელზე რაც ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები, რომელიც დღეში სამჯერ, სველი წესით მუშავდება.

ასევე, მოხდება კადრების გადანაწილება SOLO-ს, საცალო და კორპორატიული მომსახურების მიმართულებით.

ნახევრადდისტანციური შრომის მოდელზე გადასვლა უკავშირდება ბიზნესის უწყვეტობის სამოქმედო გეგმას. იმისათვის რომ მომხმარებელმა სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლოს, ცხელი ხაზი 24 საათიან, გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს“,- აცხადებენ ბანკში.

ერთად ყველაფერი შეგვიძლია

ერთად შესაძლებლობები უსაზღვროა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge