კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ირანში 15 ათასს მიაღწია
- მსოფლიო
- 16.03.2020
- 16:01
კორონავირუსით ინფიცირებული 129 ადამიანი გარდაიცვალა ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამგავრად, გარდაცვლილთა რაოდენობამ 853-ს მიაღწია. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 15 991 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის ალი რეზა ვაჰაბზადეს განცხადებით, გამოჯანმრთელდა 4 996 ადამიანი.
ირანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა.