სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- მსოფლიო
- 16.03.2020
- 16:51
სომხეთის მთავრობამ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო მდგომარეობა ძალაში დღეს, 16 მარტს, 17:00 საათზე შედის და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 30 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.