საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა
- საზოგადოება
- 16.03.2020
- 19:26
პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა.
ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა 1 კვირა თვითიზოლაციაში უნდა გაატაროს.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. სულ ქვეყანაში 33 ინიფიცრებული იყო, რომელთაგან 1 გამოჯანმრთელდა და რჩება 32.