კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა აშშ-ში
- მსოფლიო
- 17.03.2020
- 10:11
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა აშშ-ში. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
უნივერსიტეტის ცნობით, დაiნფიცირებულთა რაოდენობამ 4 600-ს გადააჭარბა.
თეთრი სახლი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს გააუქმონ დაგემილი მოგზაურობა, იმუშაონ სახლიდან და თავი აარიდონ რესტორნებს, ბარებსა და სხვა თავშეყრის ადგილებს, ასევე არ შეიკრიბოს ერთად 10-ზე მეტი ადამიანი. რეკომენდაციები 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
ამის გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარანტინი გამოაცხადეს შედარებით უფრო მეტად დასნებოვებულ რაიონებში. ამგვარად, კარანტინი გამოცხადებულია კალიფრონიის შვიდ ოლქში, სადაც 7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლიდან მხოლოდ პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად გავიდეს.