კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა სომხეთში
- მსოფლიო
- 17.03.2020
- 10:33
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა სომხეთში. ინფორმაცის ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კარანტინში 400 ადამიანი იმყოფება.
12 ახალი შემთხვევა უკავშირდება ეჩმიაძინში გამართულ ჯვრისწერას. სულ 52 ინფიცირებულიდან 31 ჯვრისწერის ცერემონიის მონაწილეა ან მათთან კონტაქტში მყოფი პირები.
ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებით დგინდება ინფიცირებულებთან კონაქტში მყოფი პირების ვინაობა.