ბრაზილიის ციხიდან 400-მდე პატიმარი გაიქცა
- მსოფლიო
- 17.03.2020
- 10:52
400-მდე მსჯავრდებული გაიქცა ბრაზილიის ქალაქ მონგაგუას ციხიდან. იუწყება პორტალი G1.
პორტალის ცნობით, 400-მდე პატიმარი ნახევრადახურული ტიპის ციხიდან გაიქცა. გაქცევამდე მათ ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანეს.
პოლიციამ გაქცეული პატიმრების ძებნა უკვე დაიწყო.
ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად, ნახევრადდახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებს შეიარაღებული ბადრაგი არ ემსახურება.