კორონავირუსის გავრცელების ფონზე ირანმა ციხეებიდან 85 ათასი მსჯავრდებული გაუშვა
- მსოფლიო
- 17.03.2020
- 14:19
კორონავირუსის გავრცელების ფონზე ირანის ხელისუფლებამ ციხეებიდან 85 ათასი მსჯავრდებული გაუშვა. ამის შესახებ ირანის სასამართლო ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გოლიამჰუსეინ ესმაილიმ განაცხადა.
ირანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა. მას შემდეგ COVID-19 ქვეყნის ყველა პროვინციაში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 ათასს მიაღწია. გარდაცვლილია 853 ადამიანი, 5 ათასამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.