png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ხვალიდან საქართველოში მრავალჯერადი პირბადეების წარმოება იწყება

  • საზოგადოება
  • 18.03.2020
  • 16:52
ხვალიდან საქართველოში მრავალჯერადი პირბადეების წარმოება იწყება

პრემიერ-მინისტრის დავალებითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით, საქართველოში პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადებას ვიწყებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, "აჭარა ტექსტილია".

ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ თავად ჩავა ფოთში, "აჭარა ტექსტილის" საწარმოში და პირბადეების პირველი პარტიის წარმოებას დაათვალიერებს.

მისივე თქმით, დღეისთვის პროგრამაში უკვე ჩართულია ათამდე სამკერვალო საწარმო და რამდენიმე კომპანია, რომელიც პირბადეების დამზადებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტს ახორციელებს

"ადგილზე გვაქვს ნედლეულის საკმარისი მარაგი, რომ პირბადეების პირველი პარტიის წარმოება მოხდეს. პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, ვისაც დღეს პირბადეები ყველაზე მეტად სჭირდება და სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, უფრო ხშირი შეხება აქვს სხვა ადამიანებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საუბარია მრავალჯერად პირბადეებზე, რომელსაც გამოყენების სპეციალური ინსტრუქცია ექნება.

აღნიშნული ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა.

"ზოგადად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც ამ პროგრამაში ერთვება. ბევრი კომპანია პროგრამაში უანგაროდ მონაწილეობს. იგივე „აჭარა ტექსტილმაც" გამოთქვა მზაობა, რომ გარკვეული რაოდენობა უსასყიდლოდ შეკეროს. ასევე გარკვეულ მოცულობას უსასყიდლოდ მოგვაწვდის კომპანია, რომელიც ნედლეულის იმპორტს ახორციელებს. ეს არის სწორედ იმ დიდი კონსოლიდაციის, ერთსულოვნების და პატრიოტიზმ

ის გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ჩვენს საზოგადოებასა და თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge