კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სომხეთში 102-ს მიაღწია
- მსოფლიო
- 18.03.2020
- 19:39
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სომხეთში 102-ს მიაღწია. იუწყება საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილი სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრი.
„სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 102 შემთხვევა,“ - წერია ცენტრის Facebook-ის გვერდზე.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 200 100-ს გადააჭარბა.
სულ კორონავირუსი გამოვლენილია მსოფლიოს 167 ქვეყანაში.
ამ მომენტისთვის გამოჯანმრთელებულია 82 800 ადამიანი. გარდაცვლილია 8010 დაავადებული.