საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 19.03.2020
- 10:47
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.
კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 216.