png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა

  • ეკონომიკა
  • 19.03.2020
  • 14:25
სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მრიცხველების დისტანციური წაკითხვის წესი შეიმუშავა. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, ეძლევათ შესაძლებლობა კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით მიაწოდონ. აღნიშნული პროცედურის შესახებ მოქალაქეების დეტალურ ინფორმირებას, მათ შორის მრიცხველის ჩვენების მიწოდების პერიოდულობაზე, კომუნალური მომსახურების კომპანიები უზრუნველყოფენ.

დისტანციურ წესთან დაკავშირებით სემეკის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფორს-მაჟორის დროს მომხმარებლის მიერ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილი იქნება მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში (წინა წლის იმავე თვეში ან წინა წლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში) დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით. განსხვავება ფაქტობრივ (მომხმარებლის მიერ რეალურად მოხმარებული) და დარიცხულ (წინა პერიოდის მოხმარების მიხედვით დარიცხული) მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს/გადაანგარიშდეს მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა სოციალური დისტანცირება და ადამიანებს შორის უშუალო კომუნიკაციის მინიმუმამდე დაყვანა. აღნიშნულის დაცვა შეუძლებელია გამანაწილებელი კომპანიების/მიმწოდებლების მიერ მომხმარებლის საცხოვრებელ ფართში დამონტაჟებული მრიცხველიდან ჩვენების აღებისას. შესაბამისად, სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ისარგებლონ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური მეთოდით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge