მონაკოს პრინც ალბერ II-ს კორონავირუსი დაუდგინდა
- მსოფლიო
- 19.03.2020
- 19:27
მონაკოს 62 წლის პრინცს - ალბერ მეორეს კორონავირუსი დაუდგინდა. სამეფო კარის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მისმა ბრწყინვალე უმაღლესობამ, მონაკოს პრინცმა ალბერ II-მ COVID-19-ზე ანალიზი კვირის დასაწყისში ჩააბარა და ის დადებითი აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს“, - ნათქვამია კომუნიკეში.
„პრინცი ალბერი მუშაობას თავისი აპარტამენტების კაბინეტიდან განაგრძობს, ის მუდმივ კონტაქტშია თავისი კაბინეტის წევრებთან, მთავრობასთან და თავის უახლოეს თანამოაზრეებთან“, - ნათქვამია სამეფო სასახლის განცხადებაში.
„მისი ბრწყინვალება, მონაკოს მოსახლეობას სთხოვს დაიცვას გამკაცრებული ზომები და მინიმუმამდე შეამციროს კონტაქტები“- აღნიშნულია კომუნიკეში.