საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 20.03.2020
- 11:00
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. არსებულ მონაცემებს დღეს ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაემატა.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერილია.
კარანტინის რეჟიმში 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275.