სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- პოლიტიკა
- 21.03.2020
- 15:20
პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოიცემა პრეზიდენტის დეკრეტი, რომლითაც შეიზღუდება კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები.
საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200