საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 22.03.2020
- 10:21
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებული და გაწერილია.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეa განთავსებული.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.