პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა
- მსოფლიო
- 22.03.2020
- 20:35
ესპანელმა საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა.
„ჩემს მორალურ ვალდებულებად მიმაჩნია, რომ გაცნობოთ, COVID-19-ზე ჩატარებული ჩემი ანალიზი დადებითი აღმოჩნდა“, - დაწერა Facebook-ზე დომინგომ.
პლასიდო დომინგოს იანვარში 79 წელი შეუსრულდა.
ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო ზომები 11 აპრილამდე გაახანგრძლივა.
ესპანეთის პრემიერ-მინსიტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობას სამოქალაქო პასუხიმგებლობისა და წესრიგისკენ მოუწოდა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 25 600 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1700-ს აჭარბებს.