ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში 602 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 23.03.2020
- 22:09
იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 602 პაციენტი გარდაიცვალა. რაც წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია. ასევე ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაიკლო დაინფიცირებულთა რაოდენობამაც. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.
ბორელის თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 408-ით გაიზარდა და 7 432-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 63 927-ს მიაღწია, გარდაიცვალა 6 077 პაციენტი.