აშშ-ში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 25.03.2020
- 22:23
შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდეობამ 60 ათასს გადააჭარბა. იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც აწარმოებს აღრიცხვას ფედერალური და ადგილობრივი მონაცემების საფუძველზე.
მისი მონაცემებით, აშშ-ში დადასტურებულია COVID-19-ის 60 115 დადასტურებული შემთხვევა, გარდაცვლილია 827 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 451 355 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 20 499 დაავადებული, გამოჯანმრთელდა 112 982 ადამიანი.