png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს - კარლ ჰარცელი

  • პოლიტიკა
  • 26.03.2020
  • 10:07
საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს - კარლ ჰარცელი

საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართვაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელჩი აფასებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საქართველოს ეფექტურ ძალისხმევას და მოუწოდებს ყველას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

„ახლა მე სახლიდან გესაუბრებით. დღეს ნამდვილად უპრეცედენტო პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს ალბათ სხვებზე უკეთ ვიცით იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშავო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად. ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ეს აუცილებლად ძალიან გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge