ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა
- მსოფლიო
- 27.03.2020
- 15:23
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორის ჯონსონი ავრცელებს.
პრემიერის თქმით, მას Covid-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვს და დაუნინგ-სტრიტზე, 10 ნომერში თავის რეზიდენციაში, თვითიზოლაციაში იმყოფება. BBC-ის ცნობით, ის მუშაობას განაგრძობს.
ბორის ჯონსონი 55 წლისაა.