აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 27.03.2020
- 21:36
ჯონ ჰოპკინსის უნივესიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 92 900-ს მიაღწია, გარდაცვლილია 1380 პაციენტი.
ყველაზე მეტი პაციენტი ქალაქ ნიუ იორკში გარდაიცვალა, აქ COVID-19-ს 365 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა რაოდენობით მეორე ადგილზე ვაშინგტონის შტატის ქალაქი კინგია, სადაც 109 გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა.